Top
ონლაინ დახმარება

 

მცხეთაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები განაგრძობენ შეხვედრებს სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებთან. 29 ივნისს, მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები შეხვედნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთის რაიონული განყოფილების თანამშრომლებს.

შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურით სარგებლობის პირობები. განხილულ იქნა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა დაცვის საკითხები, სახელმწიფოს მხრიდან არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მექანიზმები, ასევე – საარსებო შემწეობის დანიშვნისა და ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭების საკითხები.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებთან საინფორმაციო შეხვედრები პერიოდულად იმართება და მიზნად ისახავს სააგენტოს თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებას და  ჩართვას ბენეფიციართა გადამისამართების პროცესში. აღნიშნული გულისხმობს სამართლებრივი საჭიროებების მქონე მოქალაქეთა გადამისართებას იურიდიული დახმარების ბიუროებში.