Top
ონლაინ დახმარება

 

ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარაში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარაში კომპაქტურად მცხოვრებ დევნილებთან.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ისაუბრეს ქალთა უფლებებზე, ასევე – სესხის, თავდებობის,  უძრავი ქონების ყიდვა–გაყიდვის და სხვა სამართლებრივ  საკითხებზე. დევნილები გაეცნენ უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებს.

იურიდიული დახმარების ბიუროები მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც დევნილთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.