19 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში მცხოვრებ დევნილებთან გამართეს.
საინფორმაციო შეხვედრის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დევნილებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის შესახებ ესაუბრნენ.
იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც დევნილთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.