24 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს აბაშაში, სათნოების სახლში მცხოვრებ დევნილებთან.
საინფორმაციო შეხვედრების ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დევნილებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის შესახებ ესაუბრნენ.
იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც დევნილთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.