Top
ონლაინ დახმარება

 

მოქალაქემ ბინის პრივატიზებისათვის საჭირო დოკუმენტების მოწესრიგება შეძლო

იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთის ბიუროს კონსულტაციისთვის მიმართა ლენა ქ.-მ, რომელსაც ბინის პრივატიზება სურდა. მის პრობლემას წარმოადგენდა დოკუმენტებში არსებული ხარვეზი, კერძოდ, ბინის ორდერში ჩაწერილი მისი ოჯახის წევრთა  სახელები და გვარები არ ემთხვევოდა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში არსებულ მონაცემებს.

კონსულტანტმა ნათია ბერძენიშვილმა მოქალაქეს გაუწია შესაბამისი კონსულტაცია და განუმარტა, რომ პრობლემის გადასაჭრელად საჭირო იყო, სასამართლოს გზით, იურიდიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტის კუთვნილების ფაქტის დადგენა.  ლენა ქ.-ს მიერ აუცილებელი საბუთების წარმოდგენის შემდეგ კი, ნათია ბერძენიშვილმა სასამართლოს სახელზე შეადგინა შესაბამისი განცხადება.

საბოლოოდ, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დადებითად გადაწყვიტა საკითხი და დაადგინა, რომ ბინის ორდერი ნამდვილად ეკუთვნის ლენა ქ.-ს და მისი ოჯახის წევრებს.