Top
ონლაინ დახმარება

 

ადვოკატმა მაია დადვანმა დევნილი ოჯახის საკითხი მოაგვარა

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა მაია დადვანმა  თბილისის საქალაქო სასამრთლოში განახორციელა აფხაზეთიდან  იძულებით გადაადგილებული პირის, პენსიონერ  ა.გ.–ს ინტერესების დაცვა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის თანახმად, ბენეფიციარს  უარი ეთქვა გრძლევადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

ადვოკატის მიერ მოპოვებული ინფორმაციის, მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე მომზადებულ საპაექრო სიტყვაში წარმოდგენილი იყო არგუმენტაცია, რომ  ადმინისტრაციულმა ორგანომ არასრულყოფილად ჩაატარა  გამოკვლევა ა.გ.–ს საქმესთან დაკავშირებით.

სასამართლომ გაითვალისწინა ადვოკატ მაია დადვანის პოზიცია და სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რომლითაც ა.გ.–ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე და მოპასუხეს დაევალა,  საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის და გამოკვლევის შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული–სამართლებრივი აქტი.