Top
ონლაინ დახმარება

 

ურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელს შეხვდა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ოთარ ჩახუნაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ახალ წარმომადგენელთან, ანა რიჩთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მცხოვრები ლტოლვილების, ჰუმანიტარული სტატუსის და თავშესაფრის მაძიებლების სამართლებრივი მდგომარეობა, მათი უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა აღნიშნული ჯგუფებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფის კუთხით.

საუბარი ასევე შეეხო ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო მიმართულებებს. აღინიშნა, რომ პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს ლტოლვილთა, ჰუმანიტარულის სტატუსის და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას, საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული შესაძლებლობების განვითარებას და იურიდიული დახმარების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.