Top
ონლაინ დახმარება

 

ქურდობაში ბრალდებულს პირობითი სასჯელი მიესაჯა

იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ადვოკატი, ტარიელ ბალაბანიშვილი, იცავდა რაფი მ.-ს, რომელსაც ბრალი ედებოდა ქურდობაში. მას სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

საქმის მასალების მიხედვით, რაფი მ. ფარულად დაეუფლა ნაზიმ ა.-ს ორ ცხვარს, რითაც 400 ლარის ზიანი მიაყენა. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებდა რაფი მ.-ის ბრალეულობას. თავდავპირველად მას აღვეკთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, თუმცა, იმის გამო, რომ თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას - შეეცვალა პატიმრობით.

საქმის მასალების შესწავლისა და ბრალდებულთან გასაუბრების შემდეგ, ადვოკატი მივიდა დასკვნამდე, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა საპროცესო შეთანხმების მიღწევა, ბრალდებულისათვის ხელსაყრელი პირობებით.

საბოლოოდ, რაფი მ.-ს სასჯელის ციხეში მოხდის ნაცვლად, 3-წლიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა, 4-წლიანი გამოსაცდელი ვადით.