Top
ონლაინ დახმარება

 

შშმ პირმა წლების წინ შეწყვეტილი დახმარების ანაზღაურება შეძლო

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატის აკაკი ლომსაძის    რამდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, სოციალურად დაუცველი პირის ზ. ყ.-ს ინტერესების დაცვას საქმეში, რომლითაც მან  სოციალურ მომსახურების სააგენტოსაგან წლების წინ შეწყვეტილი დახმარების ანაზღაურება შეძლო. 


გაირკვა, რომ ზ. ყ. წლების განმავლობაში იყო შშმ სტატუსის მქონე პირი (ფსიქიკური პრობლემები) და ამ საფუძვლით სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთის რაიონული განყოფილებისაგან იღებდა, იმდროისათვის არსებულ,  ე.წ. „ინვალიდობის პენსიას“. 

2011 წელს  მას  სოციალური დახმარების გაცემა შეუჩერდა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის გამო, ხოლო  3 წლის გასვლის შემდგომ კი – საერთოდ შეუწყდა. წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით,  ბენეფიციარი  გადაიყვანეს ხონში მდებარე ფსიქიატრიულ კლინიკაში,  სადაც  2014 წლამდე იმყოფებოდა. 

იმავე წელს  ზ. ყ. შეწყვეტილი დახმარების ანაზღაურების მოთხოვნის მიზნით, სარჩელით მიმართა  მცხეთის რაიონულ სასამართლოს. თუმცა უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.  მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ნათია ბერძენიშვილმა ზ.  ყ. –ს სააპელაციო საჩივარი მოუმზადა და საქმე შემდგომი ინსტანციის სასამართლოში გაგრძელდა. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში,  აპელანტს  როგორც გადახდიუუნარო პირს, მოსამართლის მიერ  დაენიშნა საზოგადოებრივი ადვოკატი – აკაკი ლომსაძე. 

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ადვოკატის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ფსიქიატრიულ კლინიკაში პირის განთავსება  სადავო პერიოდისათვის მოქმდი კანონმდებლობის მიხედვით, არ წარმოადგენდა პენსიის შეჩერების საფძველს. ამათანავე,  ზ.ყ.–ს არ მისცემია შესაძლებლობა  მიემართა სააგენტოსათვის სტაციონარიდან გათავისუფლებამდე, რადგან იგი წინასწარი პატიმრობიდან  პირდაპირ სტაციონარში გადაიყვანეს.
 
სააპელაციო სასამართლომ გააუქმა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილა  აპელანტის მოთხოვნა. უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი.