ანონსი: დღეს იურიდიული დახმარების საბჭოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართება
2018 წლის 19 თებერვალს, 18:30 საათზე, იურიდიული დახმარების სამსახურის ცენტრალურ ოფისში (თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 140ა, მე–3 სართული) გაიმართება იურიდიული დახმარების საბჭოს სხდომა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:
1. იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარის არჩევა;
2. იურიდიული დახმარების სამსახურის საშტატო ნუსხის დამკტიცება;
3. სხვა საკითხები.
აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების პირველმა საბჭომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ოთხწლიანი მუშაობა ცოტა ხნის წინ დაასრულა. დღეს კი იურიდიული დახმარების საბჭოს ახალი შემადგენლობა პირველად შეიკრიბება.