Top
ონლაინ დახმარება

 

რეგიონებში გასვლითი კონსულტაციები გრძელდება

იურიდიული დახმარების ბიუროები გასვლით კონსულტაციებს განაგრძობენ.

22 აპრილს, ქუთაისის ბიუროს ადვოკატები წყალტუბოს რაიონის სოფელ უკანეთს ეწვივნენ. ბათუმის ბიუროს ადვოკატები კი ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში ჩავიდნენ.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და ადგილზე გაუწიეს კონსულტაციები სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სხვადასხვა საკითხზე.

გასვლითი კონსულტაციები პერიოდულად ტარდება და მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.