21-22 აპრილს, იურიდიული კლინიკის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის და ბათუმი ბიუროების სტაჟიორებს სემინარები ჩაუტარდათ.
ქუთაისში სტუდენტებმა მოისმინეს ლექცია თემაზე „სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ადამიანიას უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები“. ბათუმში კი სტაჟიორები არასრულწლოვანთა მართულმსაჯულების საკითხებს გაეცნენ.
გორის, ქუთაისისა და ბათუმის ბიუროებში სტაჟირებას ამავე ქალაქების უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები გადიან. ისინი 4-თვიანი სტაჟირების ფარგლებში თეორიული მომზადების კურსს გაივლიან და რეალურ სისხლის სამართლის საქმეებზე იმუშავებენ.