Top
ონლაინ დახმარება

 

ქუთაისში შშმ პირებთან შეხვედრა გაიმართა

25 მარტს, ქუთაისში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის თბილისის ოფისის მხარდაჭერით, გაიმართა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სამოქმედო გეგმის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის“ წარდგენა. 

პრეზენტაციას დაესწრნენ იმერეთის ტერიტორიაზე მოქმედი სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მუშაობენ. 

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სამოქმედო გეგმა მომზადებულია იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს მიიღო. ახალი კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შშმ პირთა უფლებრივ გარანტიებს ეროვნულ დონეზე. აღნიშნული კანონის მიზანი შშმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და საქართველოს კანონმდებლობაში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ასახვაა. ამისათვის კანონი ითვალისწინებს რიგ ვალდებულებებს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართებით.

შეხვედრის ფარგლებში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე,  იურიდიული დახმარების სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევებზე ისაუბრა სამსახურის დირექტორის მოადგილემ სულხან გველესიანმა, ხოლო 2021 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა  ანალიტიკური სამმართველოს უფროსმა დავით სიმონიამ.

იმერეთის რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. შეხვედრას დაესწრო ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე.

იურიდიული დახმარების სამსახური გეგმავს გაითვალისწინოს შშმ პირთა უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და სამოქმედო გეგმაში შესაბამისი ცვლილებები განახორციელოს.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მომზადებული „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის“ 2021 წლის სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტი საქართველოს პარლამენტს წარედგინება