Top
ონლაინ დახმარება

 

ბათუმის ბიუროს USAID-ის დირექტორი ჯონ პენელი ესტუმრა

2022 წლის 14 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორი ჯონ პენელი, USAID_ის მისიის საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ლეა კაპლანი და სააგენტოს წარმომადგენლები.

სამსახურის დირექტორის მოადგილეებმა ნინო მელაძემ და დავით სიმონიამ სტუმრებს წარუდგინეს სამსახურში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა საინტერესო დისკუსია ადამიანზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისათვის.
ბატონმა ჯონ პენელმა გამოხატა დიდი პატივისცემა იმ საქმის მიმართ რასაც სამსახური აკეთებს და დააფიქსირა სამომავლო მხარდაჭერა.

იურიდიული დახმარების სამსახურისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ_ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) თანამშრომლობა სამსახურის შემდგომი განვითარებისა და  საქართველოში ადამიანის უფლებების ეფექტურად დაცვისათვის.