Top
ონლაინ დახმარება

 

ხელვაჩაურში მნიშვნელოვანი ტრენინგი ჩატარდა

 2025 წლის 14 მარტს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს არასრულწლოვანთა სპეციალიზებული ადვოკატი გვანცა თურმანიძე წარუძღვა საინფორმაციო ტრენინგს თემაზე: არასრულწლოვანთა უფლებები და მართლმსაჯულება. 

მან ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია ბავშვის უფლებათა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსებით გათვალისწინებული უფლებების შესახებ, ასევე, განხილული იქნა სისხლის სამართლის დანაშაულის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში არასრულწლოვანის პასუხისმგებლობის სახეები და მოსალოდნელი სამართლებრივი შედგები, ისაუბრა იურიდიული დახმარების სამსახურის როლზე არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის პროცესში. 

ტრენინგის დასკვნითი ნაწილი შეკითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო. ახალგაზრდებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ისეთ საკითხებზე როგორიც არის მოწმის და დაზარალებულის უფლებები, ასევე სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობისას მათი ძირითადი უფლებები და მოვალეობები.დამსწრეებს ამომწურავად განემარტათ ზემოხსენებულ შემთხვევებში მათ უფლებების დაცვის გზები და მექანიზმები. 

საინფორმაციო ტრენინგში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 50 ახალგაზრდა ჩაერთო, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები.