Top
ონლაინ დახმარება

 

ქუთაისში ნაფიც მსაჯულთა თემაზე ტრენინგი ჩატარდა

29  სექტემბერს, ქუთაისში, იურიდიული დახმარების სამსხურის სასწავლო ცენტრში,  ნაფიც მსაჯულთა შერჩევის თემაზე ჩატარდა ტრენინგი, რომლის მიზანია ადვოკატების თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავება მსაჯულთა შერჩევის ეტაპზე.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ  და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ოფიცერმა ივანე ჩიტაშვილმა ტრენინგის მონაწილეებს -  ქუთაისის, ზესტაფონის და ზუგიდიდის იურიდიული დახმარების ბიუროების სისხლის სამართლის მიმართულების ადვოკატებს, წარუდგინეს ტრენერები - საზოგადოებრივი ადვოკატები სულხან კომახიძე  და გელა სიორდია. 

ტრენინგი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით.