Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების საბჭო მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე

7 ნოემბერს, EWMI/PROLoG–ის ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც იურიდიული დახმარების საბჭოს წევრებმა, ბრიტანელ ექსპერტებთან – ავრომ შერსა და ალან პატერსონთან ერთად, განიხილეს „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა და შეთანხმდა შემდეგი საკითხები: საბჭოს წევრთა დანიშვნის პროცედურა; ადვოკატთა ასოციაციის კვოტით წარსადგენ კანდიდატთათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ადამიანის უფლებათა დაცვის ან იურიდიული დახმარების სფეროში საქმიანობის გამოცდილება); საბჭოს წევრობის ვადის შემცირება სამ წლამდე; ადვოკატთა ასოციაციისა და სახალხო დამცველის კვოტების განახლება წევრთა 1/3–ით; საბჭოში იურიდიული დახმარების ბიუროების წარმომადგენლისათვის ზედიზედ ორჯერ არჩევის უფლების მინიჭება.

გადაწყდა, რომ „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებების პროექტის შესათანხმებლად, გაიმართება მრგვალი მაგიდა ადვოკატთა ასოციაციისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლების მონაწილეობით. შემდგომ კი მოეწყობა სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან.