Top
ონლაინ დახმარება

 

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მიმდინარე წლის 21 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . კანონპროექტის ამოქმედებით, იურიდიული დახმარების სამსახური უფასოდ გაუწევს იურიდიულ დახმარებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, მათი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად. გადახდისუუნარო ბენეფიციარებს კი მიეცემათ შესაძლებლობა, რომ შრომითი და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავების მოგვარებისას, ისარგებლონ საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურებით. კანონპროექტის განხილვისას, ხაზი გაესვა სამსახურის დიდ მნიშვნელობას მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით. პარლამენტარების მიერ აღინიშნა, რომ იურიდიული დახმარების სამსახური იმყოფება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ და საქართველოს პარლამენტი მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს სამსახურის გაძლიერებას.
https://www.facebook.com/ChugoshviliOfficial/videos/705033376360726/