Top
ონლაინ დახმარება

 

სამცხე–ჯავახეთის ბიუროში დეკემბრის თვეში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა

საკომუნიკაციო კამპანიის მიმართულებით,  მიმდინარე წლის ნოემბერ–დეკემბერი დატვირთული იყო სამცხე–ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებისთვის. 1 დეკემბერს, ახალქალაქში ,,,ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის  წინააღმდეგ“ მიმდინარე  გლობალური კამპანიის ფარგლებში შედგა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა  დავით ზარიძემ, თინათინ დიაკონაშვილმა და ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა ვასილ ბალახაძემ ადგილობრივებს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ,  თუ რა ითვლება ოჯახში ძალადობად, რა საკანონმდებლო ბაზა და რა საშუალებები არსებობს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ასევე ნაჩვენები იქნა ფილმი სახელწოდებით „ხმა ამოიღე“, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას ეხება. 

3 დეკემბერს, ისევ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ეთნიკური სომხებით დასახლებულ სოფელ ბავრაში, სამცხე–ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი დავით ზარიძე, ადვოკატი დავით თელიაშვილი და ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ვასილ ბალახაძე  შეხვდნენ სოფლის მცხოვრებლებს და მათთვის საინტერესო სამართლებრივ კითხვებზე უპასუხეს. შეხვედრისას 21 მოქალაქეს გაეწია იურიდიული კონსულტაცია. კითხვები, ძირითადად,  საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებას, დაკარგვას და ორმაგი მოქალაქეობის მიღების წესებს, ბინადრობის უფლებას, მიწების რეგისტრაციის წესებს ეხებოდა. ბავრელებს დაურიგდათ  იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ სხვადასხვა  სამართლებრივ საკითხზე მომზადებული და სომხურ ენაზე შედგენილი საინფორმაციო ბუკლეტები. ბავრაში გაწეული სამართლებრივი კონსულაციები იყო მცირე ნაწილი იმ 150 000–ზე მეტი სამართლებრივი კონსულტაციებისა, რომელსაც იურიდული დამხარების სამსახური საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასა და პარლამენტთან ერთად აღნიშნავს. 

8 დეკემბერს,  ახალციხეში,  არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრში“  გამართულ პრეს–კონფერენციაზე  სამცხე–ჯავახეთის ბიუროს უფროსმა დავით ზარიძემ ჟურნალისტებსა და მოწვეულ სტუმრებს გააცნო სამსახურის  10 წლიანი მუშაობის სტატისტიკა. მან ისაუბრა ევროკავშირის მხარდაჭერის როლზე იურიდიული დახმარების სამსახურის განვითარებასა  და წარმატებების მიღწევაში, ასევე, სამსახურის სერვისებსა და მათ ხელმისაწვდომობაზე. აღინიშნა, რომ  სამცხე–ჯავახეთის  იურიდიული დახმარების ბიუროს მიერ გაწეულია თითქმის 5000 კონსულტაცია და ბიუროს ადვოკატები 2500–ზე მეტ  საქმეში მონაწილეობდნენ.  შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და მოსახლეობის (მათ შორის, ეროვნული უმცირესობების) წარმომადგენლები. 

https://www.youtube.com/watch?v=LtZ64FemoDo

http://sknews.ge/index.php?newsid=15952