Top
ონლაინ დახმარება

 

სამართლებრივი საკითხების სწავლება სკოლებში

სამართლებრივი საკითხების შესახებ საჯარო სკოლების მოსწავლეთა ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდის, მართლშეგნების ამაღლების, სამოქალაქო განათლების განვითარებისა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის სამართლებრივ თემებზე სემინარების, შეხვედრების, საჯარო  ლექციების ორგანიზებას, იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს თავისი ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების  აქტიური მონაწილეობით.

ზემოაღნიშნული თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი სტანდარტი „მოქალაქე“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სკოლებში სამართლებრივი საკითხების სწავლებას. ჩვენს სინამდვილეში სამართლებრივი საკითხების ცოდნა პრიორიტეტული და ძალზე აქტუალურია, ვინაიდან ის შესაძლებელს ხდის ავღზარდოთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და დაცული მოქალაქე.