იურიუდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიურო აგრძელებს გასვლით კონსულტაციებს სამტრედიის რაიონის სოფლებში.
მორიგი გასვლითი კონსულტაცია დღეს სოფელ იანეთში გაიმართა. მოსახლეობას განემარტა იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები და ადგილზე გაეწია კონსულტაცია. საუბარი შეეხო სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სხვადასხვა საკითხს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოციალურად დაუცველთა უფლებებზე.
ქუთაისის ბიურომ სამტრედიის რაიონში გასვლითი კონსულტაციები ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით დაგეგმა. შეხვედრები თებერვლიდან დაიწყო და უკვე გაიმარათა სოფლებში - გორმაღალი, გომი და კულაში.