Top
ონლაინ დახმარება

 

ნაფიც მსაჯულთა შერჩევასა და ადვოკატთა ეთიკაში ტრენინგი ჩატარდა

11 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროში  ნაფიც მსაჯულთა შერჩევის უნარ-ჩვევებში და ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში ტრენინგი ჩატარდა.

სწავლებას 25 ადვოკატი დაესწრო. ტრენინგი გაიმართა ამერიკის იურისტთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით.

ტრენინგი აკრედიტებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ და მონაწილე ადვოკატებს, განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში, შესაბამისი ქულები მიენიჭებათ.