Top
ონლაინ დახმარება

 

სამოქალო და ადმინისტრაციულ სამართალში ტრენინგების ციკლი დაიწყო

13 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებისთვის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე ტრენინგების ცილკი დაიწყო. სწავლება იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

პირველი ტრენინგი, დღეს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის თბილისის ოფისში დაიწყო. ორდღიანი სწავლების ფარგლებში, იურიდიული დახმარების ბიუროების უფროსები, ასევე ადვოკატები და კონსულტანტები გაეცნობიან პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა განხილვის თავისებურებებს. ტრენინგს უძღვებიან სამართლის ექსპერტები - დიანა ბერეკაშვილი და ეკატერინე ცისკარიძე.

სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე ტრენინგები გასული წლიდან ტარდება. შარშან სწავლება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.

სამართლის აღნიშნულ დარგებში იურიდიული დახმარების გაწევა 2015 წლის 15 აპრილიდან დაიწყება.