Top
ონლაინ დახმარება

 

რეგიონებში გასვლითი კონსულტაციები გრძელდება

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები გასვლით კონსულტაციებს განაგრძობენ.

23-24 მარტს, ფოთის, ქუთაისისა და ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროების ადვოკატებმა გასვლითი კონსულტაციები სენაკის რაიონის სოფელ ზანაში, სამტრედიის რაიონის სოფელ ნაბაკევში და ქობულეთის რაიონის სოფელ მუხაისტატეში გამართეს.

გასვლითი კონსულტაციების ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და ადგილზე გაუწიეს კონსულტაციები სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება სოციალური დახმარების, მემკვირდეობისა და საოჯახო ურთიერთობების საკითხებზე გამახვილდა.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები მსგავს ვიზიტებს პერიოდულად ახორციელებენ, რაც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.