Top
ონლაინ დახმარება

 

თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი

გასული წლის დეკემბერში (8.12.2017)გ აეროს განვითრების პროგრამის თბილისის ოფისის ინიციატივით,  იურიდიული დახმარების სამსახურის ეწვია თურქმენეთის დელეგაცია, გაეროს განვითარების პროგრამის თურქმენეთის წარმომადგენლის – ელენა ბუტოვას ხელმძღვანელობით. დელეგაციის წევრები იყვნენ თურქმენეთის იუსტიციის სამინისტროს და უზენაესი სასამართლოს თანამშრომლები. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ სტუმრებს წარუდგინა სპეციალურად მომზადებული პრეზენტაცია, სადაც დეტალურად იყო ასახული საქართველოში იურიდიული დახმარების  სისტემის ჩამოყალიბების ისტორია, სამსახურის სტრუქტურა, მუშაობის მექანიზმი, მანდატი, სტატისტიკური  და ფინანსური მაჩვენებლები. 

თურქმენეთის დელეგაციის წევრებმა დასვეს უამრავი კითხვა და განაცხადეს, რომ თურქმენეთში მხოლოდ ახლა იწყება მსგავსი სისტემის ჩამოყალიბება, ამიტომ აქტიურად ეცნობიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ მოდელებს.  მათთვის იურიდიული დახმარების სამსახურის ქართული სისტემა, როგორც ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული, სანიმუშო მაგალითია და სიამოვნებით გაიზიარებებენ ქართველი კოლეგების გამოცდილებას.