16 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს ადვოკატებმა შეხვედრა აბაშის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან გამართეს.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ისაუბრებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ისარგებლონ სოციალურად დაუცველმა პირებმა უფასო საადვოკატო მომსახურებით სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. გარდა ამისა, მათ უპასუხეს მოქალაქეთა კითხვებს და გაუწიეს კონსულტაცია მომკვიდრეობის და ქონების რეგისტრაციის შესახებ.
იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.