Top
ონლაინ დახმარება

 

საჯარო სკოლებში სამართლებრივი სემინარები გრძელდება

საქართველოს საჯარო სკოლებში იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატთა სემინარები გრძელდება.

20-24 აპრილის ჩათვლით, სემინარები ჩატარდა 5 საჯარო სკოლაში. ესენია: ზესტაფონის რაიონის სოფელ დილიკაურის სკოლა, თელავის რაიონის სოფელ აკურის სკოლა, ბათუმის  №26 სკოლა, ასევე რუსთავის №8 და  №9 სკოლები. 

სემინარების ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატები უფროსკლასელ მოსწავლეებს აცნობენ ისეთი საკითხებს, როგორებიცაა სამართლებრივი კულტურა, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, არასრულწლოვანთა უფლებები, სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, სამართლის დარგები, დანაშაულის სახეები და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სხვა.

ბოლო ორ თვეში საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლაში 50-ზე მეტი სემინარი ჩატარდა.

სკოლებში სამართლებრივი სემინარების ორგანიზება მიზნად ისახავს მოზარდების მართლშეგნების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციას. ღონისძიებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.