Top
ონლაინ დახმარება

 

ქუთაისის ბოურომ ხონის თვითმმართველობაში შეხვედრა გამართა

2018 წლის 4 აპრილს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის-ქუთაისის ბიუროს ადვოკატები ხონის მერიის თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ქუთაისის ბიუროს იურისტებმა თვითმმართველობის თანამშრომლებს მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურისა საქმიანობისა და მისი სერვისების შესახებ.

თვითმმართველობის თანამშრომლები დაინტერესდნენ, თუ რა პრინციპებით და კრიტერიუმებით ხდება სამსახურის მიესაქმის წარმოებაში მიღება.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამემკვიდრეო და საოჯახო სამართლის, ასევე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ხონის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების თვითმმართველობების ხელმძღვანელები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ საზოგადოებრივმა ადვოკატებმა და კონსულტანტებმა მომდევნო შეხვედრები სოფლებშიც გამართონ და ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად სამართლებრივი კონსულტაციებიც გაუწიონ. ქუთაისის ბიურო გაითვალისწინებს თხოვნას და უახლოეს მომავალში დაგეგმავს და განახორციელებს შეხვედრებს როგორც ხორის მუნიციპალიტეტში, ასევე სხვ მიმდებარე რაიონების სოფლებშიც. 

http://www.khoni.gov.ge/ge/news/view/khonshi-morigi-samushao-tatbiri-gaimarta