Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურს გორის თვითმმართველობამ უმასპინძლა

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები განაგრძობენ შეხვედრების ციკლს ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რომელთა შემადგენლობა გასულ წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად განახლდა. შესაბამისად, უმნიშვენელოვანესია, თვითმმართველობების ახალ წევრებს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ.

 სწორედ ამ მიზნით,
13 აპრილს,
შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების თანამშრომლებთან. ბიუროს უფროსმა გიორგი ჯეირანაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისერვისები, ბენეფიციართა კატეგორიები, ადვოკატის დანიშვნის პრინციპები და ა.შ. შეხვედრა წარიმართა კითხვაპასუხის რეჟიმში – სამსახურის ფუნქციების უკეთ გაცნობის მიზნით. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები. არსებული ინფორმაცია, თვითმმართველობის წევრებს საშუალებას მისცემს, რომ ბენეფიციარები, საჭიროების შემთხვევაში,  თვითმმართველობებიდან იურიდიული დახმარების სამსახურში გადმოამისამართონ.