Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურს მნიშვნელოვანი სტუმრები ეწვივნენ

დღეს, 23 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ცენტრალურ ოფისში შედგა შეხვედრა, რომელშიც იურიდიული დახმარების საბჭოს განახლებული შემადგენლობა, სახალხო დამცველის აპარატისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის   ახალარჩეული ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამსახურის დონორი ორგანიზაციების – ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს განვითარების პროგრამის და აშშ–ს საერთშორისო განვითრების სააგენტოს –USAID-ის პროექტის – PROLoG-ის წარმომადგენლები .

როგორც ცნობილია, იურიდიული დახმარების საბჭოს, ასევე საბჭოს წევრების წარმდგენ ორგანიზაციებს აქვთ განსაკუთრებული როლი იურიდიული დახმარების სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში. მნიშვნელოვანია, რომ იურიდიული დახმარების საბჭოში ახლადარჩეულ პირებს, ასევე მათ წარმდგენ ინსტიტუციებს ჰქონდეთ სრულყოფილი წარმოდგენა იურიდიული დახმარების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. 

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელშიც ასახული იყო არ ამხოლოდ ზოგადი ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის პრინციპების და მისი სერვისების შესახებ, არამედ სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში, მიმდინარე პრიორიტეტები და გამოწვევები.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. სტუმრებმა ხაზი გაუსვეს იურიდიული დახმარების სამსახურის ეფექტიანი მუშაობის უდიდეს მნიშვნელობას  ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის ერთ–ერთი ძირითადი კომპონენტის –დაცვის უფლების უზრუნველყოფისთვის.