Top
ონლაინ დახმარება

 

ახალციხეში მიწის რეგისტრაციის მიმდინარე რეფორმის შესახებ იმსჯელეს

29  მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის, სამცხე–ჯავახეთის ბიუროს უფროსმა დავით ზარიძემ და ბიუროს სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატმა დავით თელიაშვილმა,  ქ. ახალციხეში  არასამთავრობო ორგანიზაცია  „დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრი“–ს ოფისში,  გამართეს შეხვედრა  ქ. ახალციხის და  ახალციხის რაიონის მოსახლეობასთან –  „მიწის ნაკვეთის გამარტივებული   რეგისტრაციის  წესისა და პირობების თაობაზე“.

იურისტებმა მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ 2016 წელს საქართველს პარლამენტის მიერ   მიღებული იქნა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო  მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც  2016 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 1 ივლისამდე  მიწის რეგისტრაციას  ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის, რომ მათ მხოლოდ ამ დროის მონაკვეთში აქვთ უფლება მიმართონ საჯარო რეესტრს თავიანთი მიწის ნაკვეთების შეღავათიანი პირობებით რეგისტრაციისათვის. 

შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ აღნიშნული კანონმდებლობიდან გამომდინარე სხვადასხვა საკითხებით, მაგალითად: რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისათვის ვერ მიმართავდნენ დროულად,  თუ მიმართავდნენ რეგისტრაციაზე და აღმოჩნდება, რომ მეზობელთან მოხდა გადაფარვა და საჯარო რეესტრი  არ ურეგისტრირებს მათ ნაკვეთს, თვითნებურად დაკავებული მიწების რეგისტრაციისათვის რა საბუთებია საჭირო და სხვა საკითხებით.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა  ყველა საინტერესო კითხვაზე ამომწურავი პასუხები გასცეს.