Top
ონლაინ დახმარება

 

შეფასების სისტემის სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაიწყო

2019 წლის 17 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის ოფისში გაიმართა იურიდიული მომსახურების ხარისხის შეფასების კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს შეფასების სისტემის თავისებურებები, დადებითი და უარყოფითი მხარეები, პრობლემები და გამოწვევები. 

დაიწყო მუშაობა შეფასების ეფექტური მეთოდეებისა და ფორმების შესამუშავებლად. სამუშაო ჯგუფის შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში უახლოეს მომავალში გაგრძელდება.