Top
ონლაინ დახმარება

 

სიღნაღის თავშესაფარში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებს გაეცნენ

2019 წლის 25 ივნისს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების ფონდის  სიღნაღის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარი) ჩატარდა შეხვედრა თემაზე: ოჯახში ძალადობა და სამსახურის სერვისები. შეხვედრას ესწრებოდნენ თავშესაფრის ბენეფიციარები და თანამშრომლები.

შეხვედრის  ფარგლებში  კახეთის – სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტებმა თავშესაფრის ბენეფიციარებს წარუდგინეს პრეზენტაცია ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით და გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის სფერო, ასევე საუბარი იყო  უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებზე. იურისტებმა უპასუხეს ბენეფიციარებისთვის საინტერესო სამართლებრივ შეკითხვებს.