Top
ონლაინ დახმარება

 

ფოთელი მოსწავლეები სამართლებრივ საკითხებს გაეცნენ

მოზარდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამეგრელოს- ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები სალომე ჯანჯღავა  და მაგდა სიორდია ქალაქ ფოთის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. 

არასრულწლოვნებთან შეხვედრისას აქტუალური იყო ისეთი თემები როგორიცაა: არასრულწლოვნის დაცვა მავნე ზეგავლენისაგან (თამბაქო, ალკოჰოლი, აზარტული თამაშები და ა.შ), სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისმგებლობის საკითხები, ნარკოტიკული დანაშაული, არასრულწლოვნები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში.

გარდა ამისა,  ყურადღება გამახვილდა ,,არასრულწლოვნათა მართლმსაჯულების კოდექსზე“ და ,,ბავშვის უფლებათა კოდექსზე“. მოსწავლეებმა მიიღეს  ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ.