Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურმა ევროსაბჭოს ექსპერტებს უმასპინძლა

28 ნოემბერს, იურიდიული დახამრების სამსახურმა იურიდიული დახმარების სამსახურმა ევროსაბჭოს ექსპერტებს უმასპინძლა. არმან აზრვანდიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მართლმსაჯულების რეფორმირებისა და ეფექტური ფუნქციონირების საკითხებზე მუშაობს და ამ მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციების სტრუქტურებს ეცნობა.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და დირექტორის მოადგილემ, სულხან გველესიანმა ევროსაბჭოს ექსპერტს სამსახურის სტრუქტურა, უფასო სამართლებრივი დახმარების თავისებურებები და სამსახურის გამოწვევები გააცნეს.

ევროსაბჭოს რეგიონული პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში იურიდიული პროფესიების გაძლიერებას ემსახურება. შეხვედრას ევროსაბჭოს კონსულტანტი ნათია ხანთაძეც ესწრებოდა.