Top
ონლაინ დახმარება

 

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა

10 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ადამიანის უფლებათა ფესტივალი სლოგანით „იცოდე შენი უფლებები“, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა. 

თბილისი-მოლში მისულმა სტუმრებმა სახალისო და საინტერესო აქტივობების საშუალებით მიიღეს ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ და გაეცნენ ამ მიმართულებით ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებს. 

იურიდიული დახმარების სამსახურმა სახალისო ვიქტორინაში გამარჯვებულები გამოავლინა და მათ სპეციალური პრიზები გადასცა. ვიქტორინის მონაწილეებმა 10 შეკითხვას უპასუხეს სამსახურის სერვისების შესახებ. 

ადამიანის უფლებათა ფესტივალი ფლეშ-მობით დასრულდა