Top
ონლაინ დახმარება

 

ბიუროებმა საბჭოს ახალი წევრი აირჩიეს

იურიდიული დახმარების საბჭოს ახალი წევრი ჰყავს. იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების წარმომადგენელი საბჭოში დღეიდან ერთი წლის ვადით ესმა ნორაკია იქნება. ის ფარული კენჭისყრით დღეს სამსახურის თანამშრომლებმა აირჩიეს. 

ესმა ნორაკია ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროში 2016 წლიდან მუშაობს. 2006 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით,  ეწეოდა კერძო საადვოკატო და პედაგოგიურ საქმიანობას.

გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში, ამერიკის იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში ადვოკატთა უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით.

ახლად არჩეულმა წევრმა, ესმა ნორაკიამ საბჭოში იურიდიული დახმარების ზესტაფონის ბიუროს ადვოკატი, ფატმან არზიკიანი ჩაანაცვლა. იურიდიული დახმარების სამსახური მადლობას უხდის ქალბატონ ფატმანს ერთი წლის განმავლობაში საბჭოში ნაყოფიერი მუშაობისთვის და მას წარმატებებს უსურვებს შემდგომ საქმიანობაში.