Top
ონლაინ დახმარება

 

გრძელდება ონლაინ-ტრენინგები ბავშვთა უფლებების საკითხებზე

გრძელდება ონლაინ-ტრენინგების სერია თემაზე - „ბავშვთა ბულინგი, ბავშვთა მიმართ და ოჯახში ძალადობა“, რომელიც USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს და მას  უძღვება საზოგადოებრივი ადვოკატი თამარ გაბოძე.

დღეს, 4 ივნისს, ტრენინგზე განიხილება  ბავშვთა ჩაგვრისა და და ძალადობის მასშტაბები, ძალადობის ფორმა, მიზეზები და შედეგები. ტოლერანტობა და ინკლუზიური განათლება, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან და მშობლებთან კომუნიკაციის ფსიქოლოგიური ასპექტები, ოჯახში ძალადობის საკითხები და კავშირი ოჯახში ძალადობასა და სკოლაში ბავშვთა ბულინგს შორის.

ტრენინგში მონაწილეობენ იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ადვოკატები და კონსულტანტები, ასევე მოწვეული საზოგადოებრივი რეესტრის ადვოკატები. ტრენინგი მიმდინარეობს მონაწილეთა აქტიური ჩართულობით. 

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს ტრენინგების ჩატარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.