Top
ონლაინ დახმარება

 

ქობულეთში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

უფასო სამართლებრივი დახმარება ქობულეთის მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახდა. 2020 წლის 15 აგვისტოს, ქობულეთში (თავისუფლების ქ.#13), გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის ქობულეთის საკონსულტაციო ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება იურიდიული კონსულტაციის მიღება ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციასა და ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ადგილობრივებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები და ესაუბრა რეგიონისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე. გაიმართა დისკუსია.
აღინიშნა, რომ საკონსულტაციო ცენტრში იმუშავეს ერთი იურისტ-კონსულტანტი და ის სამართლებრივ რჩევებს გასცემს სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის: სოციალურად დაუცველთა და დევნილთა უფლებები, საბანკო ურთიერთობები, მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის 13 ბიურო და 19 საკონსულტაციო ცენტრი - ქობულეთის ჩათვლით.