Top
ონლაინ დახმარება

 

გრძელდება ონლაინ-ტრენინგები ადვოკატებისა და კონსულტანტებისთვის

დღეს, 30 სექტემბერს, USAID PROLOG-ის პროექტის ფარგლებში, ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე-,,პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა’’. ტრენინგს უძღვება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი კოპალიანი.

ტრენინგზე განიხილებოდა პირის მხარდაჭერის ინსტიტუციონალური საფუძვლები; სამართლებრივი ინსტიტუტის ახლებური ხედვა და რეგულაცია;  მხარდაჭერის დაწესების წინაპირობები; უმთავრესი მტკიცებულება-ექსპერტიზის დასკვნა, პროცესუალური გარანტიები; მხარდაჭერის სფეროები და ფარგლები; ზედამხედველობა მხარდაჭერის განხორციელებაზე და სხვა.

ტრენინგში მონაწილეობენ იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ადვოკატები და კონსულტანტები, ასევე მოწვეული საზოგადოებრივი რეესტრის ადვოკატები. ტრენინგი წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს ტრენინგების ჩატარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.