Top
ონლაინ დახმარება

 

ახალქალაქელი სტუდენტები სამსახურის სერვისებს გაეცნენ

დღეს, 27 აპრილს, ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ინგა გვარამაძე მონაწილეობდა ონალინ შეხვედრაში, რომელიც გაიმართა ახალქალაქში მცხოვრებ სტუდენტებთან - ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის თემა იყო უფასო სამართლებრივი დახმარება საქართველოში და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები.

პროექტი ხორციელდება სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, ერთობლივად.

საინფორმაციო კამპანია საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და მხარდაჭერილია USAID –ProLog-ის, PITA-ს და UNAG -ის მიერ.