Top
ონლაინ დახმარება

 

გრძელდება ტრენინგი წამების თემაზე

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის, კონსულტანტებისთვის და აპარატის თანამშრომლებისთვის გრძელდება ტრენინგი თემაზე „წამების აკრძალვა“.12-13 ივლისს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) ორგანიზებით. ტრენინგს უძღვებოდნენ UN OHCHR-ის ადამიანის უფლებათა ოფიცერი - ბესარიონ ბოხაშვილი და ექსპერტი - გიორგი ჩხეიძე.

ტრენინგის დროს განიხილებოდა წამების, არაადამიანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვის მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტები, ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და გაეროს საზედამხედველო ორგანოების პრეცედენტების მიმოხილვა, წამების და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები, დაცვა, პრევენცია, გამოძიების ეფექტიანად წარმართვა, არასათანადო მოპყრობის აკრძალვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, იურიდული დახმარებისა და ადრეული სამართლებრივი დახმარების მნიშნველობა წამების მსხვერპლთათვის.

შეხვედრა ევროკავშირის (EU) და გაეროს (UN) ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის - მეორე ფაზა“ ფარგლებში ჩატარდა. ინიციატივის მიზანია საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქისა და სოციალური ჯგუფის უფლებების დაცვა ქვეყნის კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.