Top
ონლაინ დახმარება

 

სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისგან წერილი მადლობის წერილი მიიღო

2021 წლის 9 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება კელი დეგნანი. ბათუმში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ელჩმა მადლობის წერილი გამოუგზავნა იურიდიული დახმარების სამსახურს.

წერილში ვკითხულობთ:

"სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა ბათუმში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს. საინტერესო იყო იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის გაცნობა საქართველოს მასშტაბით, უფრო კონკრეტულად კი აჭარის რეგიონში. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გამოვლენილმა ენერგიამ და დამოკიდებულებამ საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისადმი .

მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას მომავალში ჩვენი დისკუსიების გასაგრძელებლად. შეერთებული შტატები განაგრძობს ერთგულ თანამშრომლობას იურიდიული დახმარების სამსახურთან, რათა მომავალშიც  მხარი დავუჭიროთ  საქართველოს მოქალაქეებისთვის იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობას." 

აღნიშნულთან დაკავშირებით, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა თავის ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი:
https://www.facebook.com/RazhdenKuprashviliLaw/posts/1231200147290318
 

LASUSEMBASSYINGEORGIAletterofthanks