Top
ონლაინ დახმარება

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები - ტრენერთა ტრენინგი იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებთან

27 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა გაიარეს ტრენერთა ტრენინგი თემაზე - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები: საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები. ინიციატივის მხარდამჭერია სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR), გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის (SDG Fund) და გაეროს პარტნიორობა შეზრუდული შესაძლებლობის მ  ქონე პირთა უფლებებისთვის (UNPRPD) ფინანსური დახმარებით. 

ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში, მონაწილე ადვოკატები გადამზადდნენ ისეთ საკითხებში როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის სტანდარტები,  გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია, გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კომიტეტის პრაქტიკა კონკრეტულ უფლებებთან მიმართებაში, შშმ პირთა დაცვის ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩო. ტრენინგის ჩატარების ტექნიკები და მეთოდები, ტრენერებს შორის იყვნენ ექსპერტები: ეკატერინე თავართქილაძე, სოფო ჩაჩავა, გიორგი ჩხეიძე, ანა აბაშიძე და ანა არგანაშვილი.