Top
ონლაინ დახმარება

 

შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმა გაიმართა

11 მაისს, თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2022 წლის სამოქმედო გეგმის - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის"  წარდგენა გაიმართა. ინიციატივის მხარდამჭერია სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR), გაეროს მდგრადი განვითარების მიზენის ფონდის (UN SDG Fund) ფინანსური ხელშეწყობით.

ღონისძიება გახსნა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტრმა რაჟდენ კუპრაშვილმა. მონაწილეებს- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მიმართეს: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ, მისმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში ვლადიმერ შკოლნიკოვმა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინე ობოლაძემ.

იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით 2021 წლის გამოცდილება  და 2022 წლის სამოქმედო გეგმა აუდიტორიას გააცნო ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა გელა ბერაძემ. გაიმართა დისკუსია და მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები მომავალში შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხების გაუმჯობესების შესახებ