Top
ონლაინ დახმარება

 

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში იმიტირებული პროცესი ჩატარდა

17  მაისს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს დარბაზში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელშიც განზრახ მკვლელობით ჩადენილ საქმეში, „ნაფიცი მსაჯულები“ განიხილავდნენ. ბრალდებისა და დაცვის მხარეს  მხარეს იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები ადმინისტრაციისა და ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები განასახიერებდნენ, ხოლო „ნაფიც მსაჯულთა“შემდგენლობა დაკომპლექტებული იყო ზუგდიდელი მოსახლეობით, რომლებმაც წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია პროცესში მონაწილეობისთვის.

ზუგდიდელმა „მსაჯულებმა“ ყურადღებით მოუსმინეს ორივე მხარეს, დასვეს შეკითხვები, ბევრი იმსჯელეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, განიხილეს დაცვის მხარის პოზიციები და  შესაბამისი ვერდიქტიც გამოიტანეს. 

აღსანიშნავია, რომ ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც მსაჯულები ზუგდიდის მოსახლეობა იყო, მიზნად ისახავს მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და მოქალაქეთა პოტენციურ მომზადებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებში რეალური მონაწილეობის მისაღებად.

ღონისძიება განხორციელდა იურიდიული დახმარების სამსახურის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანიის - მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი" ფარგლებში. სამეგრელოს რეგიონში კამპანია ევროპის საბჭოს (COE) მხარდაჭერით ხორციელდება.