მიმდინარე წლის 20-22 მაისს, ბორჯომში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN WOMEN) და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერთა ჯგუფის (WISG) მიერ ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით - „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საკითხების სამართლებრივი რეგულირება და ლგბტქ ადამიანების საჭიროებები“. ტრენინგს დაესწრნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები და კონსულტანტები.
ტრენინგს უძღვებოდნენ მოწვეული ექსპერტები - ეკატერინე აღდგომელაშვილი და ქეთი ბახტაძე.