Top
ონლაინ დახმარება

 

ბათუმში გაიმართა პროექტ “პარალეგალის“ მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრები

ქალაქ ბათუმში, მიმდინარე წლის, 18-19 ნოემბერს გაიმართა პროექტ “პარალეგალის“ მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრები.

ცნობილია, რომ პროექტ "პარალეგალის" ფარგლებში, არაიურისტი პირები, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დაგეგმილი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, ახორციელებენ მოსახლეობისათვის პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.

8 ნოემბერს შეხვედრას უძღვებოდნენ: მარი მესხი - სამართლის დოქტორი, პროფესორი და ლია ფუტკარაძე - „საორსას“ დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი. მომხსენებლებმა კარიერული საუბრების ფარგლებში პარალეგალებს გააცნეს  ქალთა უფლებების დაცვა საქართველოში - ინსტიტუციები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოჯახში ძალადობის და ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა დაცვას.

19 ნოემბერს გაიმართა ტრენინგი, ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგის შესახებ. ტრენინგის ფარგლებში მიმოხილული იქნა შემდეგი საკითხები - ტრეფიკინგის ცნება; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) რეგულირება საერთაშორისო ინსტრუმენტებით; ეროვნული კანონმდებლობის მიმოხილვა; არასრულწლოვნით ვაჭრობის რეგულირება საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) განსხვავება არალეგალური მიგრაციისაგან. ტრენინგის დასასრულს, აღნიშნულის საკითხის ირგვლივ პარალეგალებმა გამართეს საინტერესო დისკუსია.

იურიდიული დახმარების სამსახური მადლობას უხდის USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას, პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.