Top
ონლაინ დახმარება

 

გარდაბანში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

11 ივლისს გარდაბანში ( დავით აღმაშენებლის ქ.# 127, საკრებულოს შენობა) გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი. ლენტი გაჭრეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვუგარ მამედოვმა. 

გარდაბნის საკონსულტაციო ცენტრი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საშუალებას მისცემს ადგილზე ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით. 

გახსნის ცერემონიის შემდგომ საკრებულოს შენობაში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, მერიის, საკრებულოს წარმომადგენლებთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების რწმუნებულებთან, სოციალური სამსახურების წარმომადგენლებთან.

დავით სიმონიამ ვრცლად ისაუბრა უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემაზე, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებებზე.
შეხვედრის ბოლოს დაინტერესებულ პირებს გაეწიათ სამართლებრივი კონსულტაციები.