Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურსა და ინფორმაციულ დეველოპერულ ჰაბს შორის მემორანდუმი გაფორმდა

19 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და ინფორმაციულ დეველოპერულ ჰაბს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია პროექტის - „ქუთაისის ახალგაზრდების ცნობადობის გაზრდა ადამიანის უფლებების  შესახებ ქართული სამართალებრივი სისტემის ჭრილში" ფარგლებში ერთობლივი აქტივობების განხორციელება, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ახალგაზრდების სამართლებრივი მართლშეგნების დონის ამაღლება.

აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ.